Saturday, March 19, 2011

ბუნებრივი საარსებო გარემო

თემა:   ბუნებრივი  საარსებო   გარემო.
პროექტის   მთავარი   იდეა:   გარემოს  დაცვის,  უნარ-ჩვევების  გამომუშავება,  განვითარება.
პროექტის   აქტუალობა:   ექსკურსია   ბუნებაში,  (ძამის  ხეობა)  მასზე   დაკვირვება. სხვადასხვა  უნარ-ჩვევების  გამომუშავება  და  ცოდნის  დაუფლება.

რა  განსხვავებაა  გამოთქმებს  შორის  საარსებო გარემო  და  ბუნებრივი  საარსებო  გარემო?
რატომ  სჭირდება ბუნებრივ  საარსებო  გარემოს  დაცვა?
როგორ  არიან   დაცულები  ცოცხალი  ორგანიზმები  ნაკრძალებსა  და   ეროვნულ  პარკებში?
  პროექტის  მიზანი:   გამოვუმუშაოთ   ბავშვებს  სილამაზის  აღქმისა  და  მისი  დაცვის  უნარი.  შეიმეცნონ   ბუნებრივი   რესურსების  სარგებლიანობა.  გააცნობიერონ,  რომ   ცოცხალი  ორგანიზმები  დამოკიდებულნი   არიან  თავიაანთ  საარსებო  გარემოზე  და  ეგუებიან  მას.
მონაწილეთა  ასაკი:  I,  , IV, IX,   კლასელები.
პროტქტის  ვადები:   4  თვე.
მოსალოდნელი   შედეგები:  მოსწავლეები   გაეცნობიან   მშობლიური  ქვეყნის  ერთ-ერთი   ულამაზესი   კუთხის,  ძამის  ხეობის  მნიშვნელოვან   რესურსებს
(ეკლესია-  მონასტრებს,  ტყეს,  ტბებს,   მდინარეებს,  ბუნებრივად  არსებულ 
სამკურნალო  წყლეებს.) რაც  დაგვეხმარება  ესთეტიკური,  პატრიოტული,  რელიგიური,  ეკოლოგიური  სულისკვეთების  აღზრდაში.  (ფოტოს გამიყენებით)  მოძიებულ  ინფორმაციას  განათავსებენ  ბლოგზე.


პროექტისათვის  საჭირო  ძირიტადი  რესურსები:  ფოტო   აპარატი,  ვიდეო   კამერა,   თაბახის  ფურცლები, ფანქარი.
პროექტის  მსვლელობა, ძირითადი  აქტივობები:

  1. მე-4  კლასის  მოსწავლეებმა  მასწავლების  დახმარებით  დახატონ  რომელიმე  ცხოველის  ან  მცენარის  საარსებო  გარემო. (მოახდინონ  ნახატების  პრეზენტაცია.)
  2. პირველ  კლასელები  მოახდენენ   დაკვირვებას   სკოლასთან   ახლო  მდებარე   ტერიტორიაზე  არსებულ მცენარეთა მრავალფეროვნებასა და მათ საარსებო გარემოზე. 
  3. მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელ რუისში მცხოვრები ის ადამიანები, რომლებიც არიან ძამის ხეობის ეკლესია-მონასტრების მრევლი. მიიღონ მათგან ინფორმაცია იქ არსებულ მონასტრებზე.
  4. მე-9  კლასის მოსწავლეებს დაევალათ ინტერნეტის საშუალებით მოიკვლიონ მასალა ძამს ხეობაზე.
  5. ექსკურსია ძამის ხეობაში. მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეადგინეს ძამის ხეობაში არსებული  მნიშვნელოვანი ადგილების რუკა.  (ისტის გამოყენებით.)
  6.  დაკვირვება მოახდინეს იქ არსებულ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე, ტბებსა და მდინარეებზე(ფოტო აპარატის და ვიდეო კამერიუს გამოყენებით გადაიღეს ძამის ხეობის ულამაზესი ხედები.)
  7. პირველ კლასელებმა მეოთხე კლასელების დახმარებით დაასუფთავეს მჟავე წყლების   მიმდებარე  ტერიტორია.(ფოტოაპარატის მეშვეობით გადაიღეს დანაგვიანებული და დასუფთავებული ხედაბი.)
  8. მე-9 კლასის მოსწავლეებმა იქ  მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნებისაგან მიიღეს ინფორმაცია მდინარე ძამის სარგებლიანობის შესახებ.კერძოდ ამ მდინარეში არსებული იშვიათი ჯიშის თევზის(კალმახის) შესახებ(ისტის გამოყენებით.)
  9. ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით მოახდინეს დაკვირვება სამკურნალო მცენარეებზე და გაეცვნენ მათ საარსებო გარემოს(ფოტოაპარატის გამოყენებით.)
 საგნებთან კავშირი: ბუნება, ხელოვნება,ბიოლოგია,გეოგრაია,ეკოლოგია.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  1. აღწერს გეოგრაფიულ ობიექტების ვიზუალურ მხარეს.
  2. აგროვებს ინფორმაციას გამოკითხვის გზით,ბუნებრივ საარსებო გარემოზე.
პროექტის ხელმძღვანელი: თინა გიორგაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tinagiorgadze.@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი. 
http://tgiorgadze.blogspot.com/